ვენის ისტორიულ ტაძარში გია ყანჩელი გაიხსენეს

ეს პერსონა

ვენის მინორიტეკირხეს ისტორიულ ტაძარში გია ყანჩელის ხსოვნისადმი მიძღვნილი საშობაო კონცერტი გაიმართა. ინფორმაციას ავსტრიაში საქართველოს საელჩო ავრცელებს, რომელიც ღონისძიების ორგანიზატორია.

კონცერტში მონაწილეობა ავსტრიაში მოღვაწე ქართველმა მუსიკოსებმა მიიღეს: პიანისტმა ქეთევან სეფაშვილმა, კომპოზიტორმა და პიანისტმა გიორგი კაჩინსკიმ, ფლეიტისტმა თემურ ხარშილაძემ და სოპრანო მადინა კარბელიმ.

საღამოს ავსტრიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ავსტრიის სამთავრობო სტრუქტურებისა და კულტურულ-სამეცნიერო წრეებისა და ქართული დიასპორის ორასზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო.

 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top