„სადახლოს“ საბაჟო-გამშვები პუნქტი ხვალიდან მომხმარებლებს ახალი ინფრასტრუქტურით მოემსახურება

ეს პერსონა

 „სადახლოს“ საბაჟო-გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე, ხვალ ახალი ინფრასტრუქტურა გაიხსნება, რომელიც  ევროპული სტანდარტების უნიკალური აპარატურით აღჭურვილია და განკუთვნილია ვეტერინარული, სანიტარიული, ასევე, ფიტოსანიტარიული კონტროლისთვის და აკმაყოფილებს უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, პროექტი 
ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელდა. ღონისძიებას ხვალ საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი გახსნის,სადაც   მიწვეულები არიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მაღალი რანგის სტუმრები საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობიდან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები, მებაჟე-ოფიცრები.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top