საკრებულოში მომხდარი დაპირისპირების დროს 4 პირი დააკავეს

ეს პერსონა

თბილისის  საკრებულოში ინციდენტის დროს პოლიციამ ოთხი პირი დააკავა. შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას.

შეგახსენებთ, რომ დღეს  თბილისის საკრებულოში  ხმაური იყო. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც დეპუტატ ერეკლე კუხიანიძის კაბინეტის მისაღებში სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კარავი გაშალეს.      

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top