„თქვენ ხართ მოძალადეები, თქვენ ხართ მკვლელები“ - თურქეთის პარლამენტში ქალმა დეპუტატებმა დემარში მოაწყვეს - ვიდეო

ეს პერსონა

„ჩვენი დანაშაულია, რომ ქალები ვართ“,- თურქეთის პარლამენტში ქალმა დეპუტატებმა დემარში მოაწყვეს. ამ გზით მთავარი საპარლამენტო ოპოზიციური ძალის, „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ 8 დეპუტატმა გამოხატა  პროტესტი ქალთა მიმართ ძალადობის გამო. გამოსვლისას კანონმდებლებს ოჯახური ძალადობის შედეგად მოკლული 20 ქალის სურათი ეჭირათ.

ქალმა დეპუტატებმა ჩილელი ფემინისტების სიმღერა Las Tesis-ის თურქული ვერსია შეასრულეს.

„ჩვენი სასჯელია ჩვენ მიმართ ძალადობა, რომელსაც აიგნორებთ. ეს არაა ჩემი ბრალი, სადაც არ უნდა ვიყო, რაც არ უნდა მეცვას, ეს ჩემი ბრალი არაა.

თქვენ ხართ მოძალადეები, თქვენ ხართ მკვლელები - პოლიცია, მოსმაართლეები, სახელმწიფო და პრეზიდენტი.

ქალთა წინააღმდეგობა მთელ მსოფლიოშია, არასდროს არ იქნები მარტო“, - სკანდირებდბებ თურქი ქალი დეპუტატები.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, თურქეთში ქალთა 38% თავის ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამხდარა პარტნიორის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი, მაშინ, როცა ევროპაში ეს მაჩვენებელი 25%-ს შეადგენს.

 

წყარო: Euronews
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top