"ნუ მომკლავ", "ამ ცხოვრების დედაც..." - წარწერები შსს-სთან

ეს პერსონა

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქტივისტები შეიკრიბნენ და წარწერები დატოვეს. ისინი ჯერ იაშვილის კლინიკასთან შეიკრიბნენ, სადაც მიხაკები და სანთლები მიიტანეს, შემდეგ კი სამინისტროსთან გადაინაცვლეს. პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად მათ გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს და წარწერები "ნუ მომკლავ", "ამ ცხოვრების დედაც..." დატოვეს.

შეგახსენებთ, რომ 15 წლის მოზარდი, რომელიც დაკითხვის შემდეგ კორპუსიდან გადმოხტა, დღეს, 17 დეკემბერს გარდაიცვალა. მას გული გაუჩერდა.

0
0
0
1
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top