ვინ არის ბათუმში დაჭრილი პოლიციელი - უცნობი დეტალები

ეს პერსონა

ბათუმში, კისრის არეში დაჭრილი პოლიციელი ოთარ თავართქილაძეა. 

"ოთარ თავართქილაძე მკლავჭიდელია. იგი მკვლავჭიდის ნაკრების წევრია, ამავე დროს პოლიციის თანამშრომელია. კარგი ბიჭია და თავის საქმეს ყოველთვის კარგად აკეთებდა და ყველა ამას აქებდა. სამსახურეობრივი მოვალეობის დროს დაჭრეს, მას კონფლიქტი არავისთან არ ჰქონდა", - ამბობს დაჭრილის მეოგობარი გოჩა შავაძე.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ ბათუმში პოლიციელი დაჭრეს. მას ამ წუთებში ოპერაცია რესპუბლიკურ საავადმყოფოში უტარდება. საავადყოფოს მხრიდან კომენტარი ამ დრომდე არ გაკეთებულა.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top