გამოძიება სკოლის დაჟინებული მოთხოვნით დაიწყო და ზიანის ანაზღაურებაზე აპელირედა - რას ამბობს დაკავებული პოლიციელის ადვოკატი

ეს პერსონა

გარდაცვლილი ლუკა სირაძის საქმეზე დაკავებული პოლიციელის ადვოკატის თქმით, გამოძიება სკოლის დაჟინებული მოთხოვნით დაიწყო. მისივე განცხადებით, სკოლა ზიანის ანაზრაურებაზე აპელირებდა. საუბარია დაახლოებით 300 ლარზე.

"შეტყობინება რომ შევიდა პოლიციის განყოფილებაში, დაახლოებით 11:00 საათი იყო, მთელი ამ დროის განმავლობაში საგამოძიებო ორგანო ცდილობდა, რომ მსგავსი სახის რეაგირება სხვანაირად მომხდარიყო არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების გათვალსწინებით. სკოლის დაჟინებული მოთხოვნის საფუძველზე მარიანა ჩოლოიანმა დაიწყო გამოძიება. იქამდე ცდილობდა, რომ სხვა ალტერნატიული ღონისძიებების გამოყენებით არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მორიგებით დასრულებულიყო საქმე. გამოძიება დაიწყო მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ დაჟინებული მოთხოვნა დააფიქსირა სკოლის ადმინისტრაციამ და ზიანის ანაზღაურებაზე აპელირებდა. ისინი ითხოვდნენ სამართლებრივ რეაგირებას,“ - ამბობს თეონა გვაზავა, ადვოკატი.

მისივე თქმით, ვინაიდან არასრულწლოვანი ამ ფაქტთან კავშირს უარყოფდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით მზაობას ოჯახიც არ გამოთქვამდა.

0
0
0
0
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top