საბერძნეთს 100 ათასი მიგრანტი შეემატება

ეს პერსონა

თავშესაფართა მაძიებლები საბერძნეთში დარჩენას განაგრძობენ. განსაკუთრებით დიდი რაოდენობის მიგრანტი კუნძულ ლესბოსსა და სამოსზე არსებულ თავშესაფრებში მოთავსებული. რეკორდულად მაღალი რაოდენობის მიგრანტს 2020 წელს ელოდებიან, მათ შორის 100 ათასი ადამიანი მხოლოდ თურქეთიდან ჩავა.

Deutsche Welle-ს ცნობით არსებულ კუნძულებზე მიგრანტთა ბანაკები კიდევ უფრო გადაიტვირთება, რაც გაართულებს ადამიანების ცხოვრების ხარისხს.

"კრიზისი უკვე არის და ის სერიოზულია", - განაცხადა სახელმწიფო კომისარმა მიგრაციის საკითხებში მანოს ლოგოთეტისმა. 

ბოლო 6 თვის განმავლობაში საბერძნეთში 45 ათასამდე მიგრანტი ჩავიდა, რაც 2015 წლის მაჩვენებელზე მეტია, როდესაც სირიაში სამოქალაქო ომი დაიწყო. 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top