ადვოკატები სამართალდამცველებს კოლეგის ცემაში ადანაშაულებენ

ეს პერსონა

ადვოკატები კოლეგის, მამუკა შაქარაშვილის ცემაში პოლიციელებს ადანაშაულებენ. მათი თქმით, შაქარაშვილზე და მისი ოჯახის წევრებზე პოლიციელებმა მათსავე სახლში იძალადეს. როგორც უფლებადამცველები აცხადებენ, სახლში დაბრუნებულ ადვოკატს ბინაში სამართალდამცავები დახვდნენ, რომლებმაც არ განუმარტეს თუ რას ემსახურებოდა საგამოძიებო მოქმედებები. მათ არც ჩხრეკის ორდენი წარუდგენიათ. არსებული ინფორმაციით, შაქარაშვილი მოგვიანებით შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოოში გადაიყვანა.

მომხდარზე გამოძიება 173-ე მუხლით მიმდინარეობს.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top