"მდგომარეობა მძიმეა" - ცოტნე გამსახურდიას ოპერაცია დასრულდა 

ეს პერსონა

ცოტნე გამსახურდიას ოპერაცია დასრულდა. ქირურგის მხრიდან პირველი ოფიციალური კომენტარი უკვე გაკეთდა. გიორგი გვახარია ამბობს, რომ პაციენტის მდგომარეობა სეიოზული და მძიმეა.

"პაციენტი მოყვანილია ჩვენს კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ. აღენიშნება პოლიტრავმა, ანუ მრავლობითი დაზიანებები. დაზიანებულია გულმკერდის მარცხენა ნახევარი, ამ მიდამოში აღენიშნება ნაჩხვლეტ ნაკვეთი ჭრილობები, გულ- მკერდის ღრუში შემავალი ჭრილობები, მარცხენა ფილტვის ზედა წილის დაზიანებით და ე.წ. ჰემო-პნევმო თორაქსი, ანუ პლევრის ღრუში სისხლის და ჰაერის არსებობით. 
გარდა ამისა, მარცხენა ბეჭის მიდამოში აღენიშნება ნაკვეთ- ნაჩხვლეტი ჭრილობა ბეჭის ე.წ. აკრომიონის დაზიანებით და თავის მიდამოში, თხემის მიდამოში ოთხი ჭრილობა ნაკვეთი და დაჟეჟილი ჭრილობები. 
მე და ჩემმა კოლეგებმა ჩავატარეთ თორაკოტომია ანუ გავხსენით გულმკერდის ღრუ, ჩავატარე შესაბამისი ოპერაცია, სისხლდენა გაჩერებულია, ახლა პაციენტი ჩამოყვანილია კომპიუტერული ტომოგრაფიის კაბინეტში რადიოლოგიურ დეპარტამენტში, სადაც ჩაუტარდება კომპიუტერული ტომოგრაფია თავის ქალის, ნახავენ დაზიანების ხარისხს და ნეიროქირურგი გადაწყვეტს მის მკურნალობის შემდგომ ტაქტიკას, საჭირო იქნება დამატებით კიდევ ნეიროქირურგიული ოპერაციის გაკეთება თუ არა. 
დგომარეობა სერიოზულია, მძიმეა. პოლიტრავმა ეს არის ცხოვრებისთვის საშიში დაზიანება, როგორ განვითარდება შემდგომი ტაქტიკა პოსტოპერაციული და საჭირო გახდება თუ არა დამატებითად სხვა ოპერაციების ჩატარება ნეიროქირურგიული და ტრავმატოლოგიური, ამას გვაჩვენებს კვლევები, რომელზეც ჩამოყვანილია ახლა პაციენტი,"- განაცხადა ქირურგმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ ვერაზე ცოტნე გამსახურდია დაჭრეს. მას გულ-მკერდის არეში შემავალი ჭრილობა აქვს მიყენებული. შსს-მ ფაქტზე გამოძიება 19-108-ე  მუხლით დაიწყო, რაც  განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. 

ვიდეო:

0
0
0
2
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top