ცოტნე გამსახურდია მეორე გადაუდებელ ოპერაციაზე შეიყვანეს

ეს პერსონა

ცოტნე გამსახურდიას თავის მიდამოში მიყენებული ჭრილობების გამო მეორე გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა. მას ნეიროქირურგიულ ოპერაციას არჩილ ჯვარშეიშვილი უტარებს. 

შეგახსენებთ, რომ პირველი ოპერაციის დასრულებისთანავე ქირურგმა, გიორგი გვახარიამ გამსახურდიას მდგომარეობა მძიმედ შეაფასა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ ვერაზე ცოტნე გამსახურდია დაჭრეს. მას გულ-მკერდის არეში შემავალი ჭრილობა აქვს მიყენებული. შსს-მ ფაქტზე გამოძიება 19-108-ე  მუხლით დაიწყო, რაც  განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. 

1
0
1
1
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top