ცოტნე გამსახურდია მართვით სუნთქვაზეა, მისი მდგომარეობა მძიმეა

ეს პერსონა

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილს ოპერაციაა ჩაუტარდა. ნეიროქირურქიული ოპერაცია შვიდ საათზე მეტხანს გრძელდებოდა. 

ექიმის თქმით პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება და მისი მდგომარეობა მძიმეა. ქირურგის თქმით, შესაძლოა, გამსახურდიას ქირურგიული ჩარევა ისევ დასჭირდეს.

ხეჩინაშვილის კლინიკაში ცოტნე გამსახურდიას მანამდე ოპერაცია გულ-მკერდის არეში ჩაუტარდა. პირველი ოპერაციის შემდეგ ტომოგრაფიულმა კვლევამ აჩვენა, რომ პაციენტი ნეიროქირურგიულ ოპერაციას საჭიროებდა.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს დაჭრეს. ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

2
0
2
28
8
კომენტარები
ეს პერსონა
Top