როგორია ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა - ექიმის კომენტარი

ეს პერსონა

ხეჩინაშვილის კლინიკის რეანიმაციის განყოფილების მორიგე ექიმის, ნინო ბურდულის ინფორმაციით, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე რჩება.

„პაციენტის ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპისთვისაც რჩება მძიმე, ის მართვით სუნთქვაზე რჩება სამკურნალო დაცვითი ნარკოზით. ღამის განმავლობაში რამე გართულებას ადგილი არ ჰქონია. უტარდება დაგეგმილი მოცულობის მკურნალობა და მეთვალყურეობა და დინამიკაში გამოჩნდება, ჩარევის მოცულობა შეიცვლება თუ არა სამედიცინო თვალსაზრისით.

დინამიკაში არსებითი ცვლილებები არ გახლავთ, დაახლოებით ისეთივე სიმძიმის პაციენტად რჩება, როგორიც იყო წინა ეტაპზე“, - განაცხადა ბურდულმა და აღნიშნა, რომ მორიგი ქირურგიული ჩარევა ამ ეტაპისთვის არ იგეგმება.

ცოტნე გამსახურდია 19 ნოემბერს დაჭრეს. შსს-მ  განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კი 4 პირი.

წყარო: IPN
0
0
0
8
3
კომენტარები
ეს პერსონა
Top