დავით ზალკალიანი: ფეისბუკისთვის რეპუტაციული პრობლემები არაახალია

ეს პერსონა

დავით ზალკალინი დარწმუნებულია, რომ ოფიციალური საიტები, რომლითაც ხელისუფლება ხალხთან კომუნიკაციას ახდენს არის ნამდვილად ოფიციალური საიტები. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა "იმედის" ეთერში ისაუბრა. მისივე თქმით, FACEBOOK-ისთვის რეპუტაციული პრობლემები არაახალია. 

"ფეისბუკისთვის რეპუტაციული პრობლემები არახალია. ჩვენ გვახსოვს, რომ ცოტა ხნის წინ თავად ფეისბუკს მოუწია გამოსვლა აშშ-ის კონგრესში და იქ კონგრესმენებისთვის ბევრი პასუხის გაცემა. აქედან გამომდინარე, ეს არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, რომელიც გამოწვეულია ფეისბუკის შიგნით არსებული გარკვეული პრობლემებით და აქედან გამომდინარე, მათი მცდელობა ემსახურება არაავთენტური ანაგრიშების გამოვლენასა და გაუქმებას”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, ხელისუფლება დეზინფორმაციული კამპოანიებისთვის ფულს არ ხარჯავს და პირიქით, ის თავად არის ამის მსხვერპლი.

შეგახსენებთ, რომ Facebook-მა საქართველოში 39 ანგარიში, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 ინსტაგრამ ანგარიში გააუქმა. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს გვერდები ავრცელებდნენ ძირითადად ადგილობრივ ამბებს. ისინი თავს ასაღებდნენ მედიასაშუალებებად და  აკრიტიკებდნენ ოპოზიციურ პარტიებსა და სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფებს.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top