პაკისტანში ღვთის გმობის ბრალდებით დაკავებულ ლექტორს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს

ეს პერსონა

პაკისტანში 2013 წელს ღვთის გმობის ბრალდებით დაკავებულ ლექტორს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. 33 წლის ჯუნაიდ ჰაფიზის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას უფლებადამცველი ორგანიზაცია "ამნესთი ინთერნეიშენალი" ამ დრომდე ითხოვს. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ განაჩენი უხეში სამართლებრივი შეცდომა არის. "ამნესთი ინთერნეიშენალი" ასევე დაკავებულის ოჯახის წევრებისა და მისი წარმომადგენლების დაცვის უზრუნველყოფას ითხოვს.

აღსანიშნავია, რომ ადვოკატი, რომელიც ჰაფიზს თავდაპირველად იცავდა, მუქარების შემცველი შეტყობინებების შემდეგ 2014 წლის მაისში მოკლეს.
 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top