"დაპირისპირება მოხდა სუფრაზე, სადაც ერთად სვამდნენ ალკოჰოლურ სასმელს ცოტნე გამსახურდია და ბრალდებულები" - ბრალდებულის ადვოკატი

ეს პერსონა

ცოტნე გამსახურდიას საქმეზე დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულის, გიორგი სოლოღაშვილის ადვოკატმა, ირაკლი ჩომახაშვილმა განაცხადა, რომ ეს იყო პირადი შეურაცხყოფის საფუძველზე დაწყებული კონფლიქტი, მიზეზი იყო პირადი არასიმპათიები გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა ღვინოს.

როგორც ადვოკატი ამბობს, სოლოღაშვილი წარდგენილ ბრალს აღიარებს.

„ბრალდების მხარის ვერსიაა, რომ დაპირისპირება მოხდა სუფრაზე, სადაც ერთად სვამდნენ ალკოჰოლურ სასმელს ცოტნე გამსახურდია და ბრალდებულები. ასევე მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ პირველები ადგნენ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და მისი მეგობრები, ხოლო მათ ცოტნე გამსახურდია უკან გამოედევნა. ეს დასტურდება ბრალდების მხარის მოწმეებით. აქედან გამომდინარე, თუ შეკითხვები არსებობს, უნდა არსებობდეს ბრალდების მხარის მიმართ, ვინაიდან ჩატარდეს ობიექტური გამოძიება. თუმცა ამ ეტაპზე, მოცემულ შემთხვევაში, ყველა მოწმის ჩვენებით დასტურდება, რომ ეს იყო პირადი ურთიერთშელაპარაკების მოტივი, ურთიერთშელაპარაკების და ასე ვთქვათ, პირადი შეურაცხყოფის საფუძველზე დაწყებული კონფლიქტი, რაც ძირითად შემთხვევაში, სტატისტიკურად, 90% ხდება პირადი მოტივით და ურთიერთშელაპარაკების საფუძველზე. მიზეზი იყო პირადი არასიმპათიები გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა ღვინოს და ა.შ. ეს დასტურდება მოწმეთა ჩვენებებით. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესებიდან გამომდინარე, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აღკვეთის ღონისძიების სახით არ დავაყენებ შუამდგომლობას გირაოს შეფარდებაზე. თავად ბრალს აღიარებს“,- განაცხადა ადვოკატმა.

გამართულ სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა, გიორგი სოლოღაშვილმა აღნიშნა, რომ ცოტნე გამსახურდიას დანა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მან დაარტყა.

ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისბრალდებით დაკავებულ ოთხ პირს, ტატო ღარიბაშვილს, გიორგი სოლოღაშვილს, პეტრე ყუფარაძესა და კახა ჩხეტიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა განუსაზღვრა.

​რაც შეეხება დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ თორნიკე ქვათაძეს, ის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა და სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.

ირაკლი ჩომახაშვილის ინფორმაციით, დღევანდელ სხდომაზე აღკვეთის ღონისძებაზე შუამდგომლობა მისი  დაცვის ქვეშ მყოფის პირადი ინტერესებიდან გამომდინარე არ დააყენა.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top