ექიმი ცოტნე გამსახურდიაზე: ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რადგანაც ახალგაზრდა, ჯანმრთელი ორგანიზმია

ეს პერსონა

ამერიკიდან მოწვეული ექიმის, მონტგომერის ფედერალური კლინიკის რეანიმაციისა და ანესთეზიოლოგიის დეპარტამენტის დირექტორის ინფორმაციით, ცოტნე გამსახურდიას საზრღვარგარეთ ტრანსპორტირების საჭიროება არ დგას.  ზურაბ გურულის თქმით, ამჟამად "დადებითი ცვლილებებია ჭრილობებთან მიმართებაში".

"ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რადგანაც ახალგაზრდა, ჯანმრთელი ორგანიზმია.

ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ კლინიკური სიტუაციის მართვა დღეს ამ კლინიკაში საერთაშორისო სტანდარტებით მიმდინარეობს, ამიტომ მე არ ვთვლი, რომ ამ ეტაპზე პაციენტის ტრანსპორტირება საჭიროა. უკეთესი იქნება თუ სტაბილურობას ამ კლინიკაში შევინარჩუნებთ. გარკვეული სახის დადებითი ცვლილებები გვაქვს ჭრილობებთან მიმართებაში, თუნდაც ფილტვის ჭრილობის, ზოგადი კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მთავარი პრობლემა დაზიანებული ცენტრალური ნერვული სისტემა თავის ტვინია, რამდენიმე დღეში უფრო ნათელი იქნება მდგომარეობა. ის პარამეტრები კლინიკური, რომლის შენარჩუნებაც საჭიროა იმისათვის, რომ მაქსიმალურად ოპტიმალური პირობები შეექმნას თავის ტვინის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, შექმნილია და მართვა კარგად მიმდინარეობს", - განაცხადა ზურაბ გურულმა.

0
0
1
1
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top