დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 23 გრადუსს მიაღწევს

ეს პერსონა

გარემოს ეროვნულ სააგენტოს ინფორმაციით, მომდევნო დღეებში საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

"23-24 დეკემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამინდი. 25-26 დეკემბერს მაღალი ტემპერატურის ფონზე ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ნალექი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +18, +23, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +12, +17 გრადუსამდე მოიმატებს.

ქ. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +14, +16 გრადუსია მოსალოდნელი" - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში. 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top