მესაზღვრეებმა სოფელ ბლოს ერთადერთ მკვიდრს სახლი აუშენეს

ეს პერსონა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების დახმარებით, ხევსურეთის სოფელ ბლოს ერთადერთი მკვიდრის, გოგია გიგაურის სახლის მშენებლობა დასრულდა. ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს. უწყების ცნობით, 

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ბლოელი გოგიასთვის საკუთარი ინიციატივით ფული შეაგროვეს, სამშენებლო მასალები შეიძინეს, რომლებიც ბარისახოდან სოფელ ბლომდე სასაზღვრო ავიაციის ვერტმფრენის დახმარებით გადაიტანეს.

 

10
0
0
1
3
კომენტარები
ეს პერსონა
Top