The Washington Times საქართველოზე: მამაცი სახელმწიფოებრივი მმართველობა და პოლიტიკური მოქნილობა ეხმარება ქვეყანას არსებულ სირთულეებთან გამკლავებაში

ეს პერსონა

გავლენიანი ამერიკული გამოცემა The Washington Times საქართველოს შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. სტატიაში სათაურით "საქართველო გზაგასაყარზე", საუბარია საქართველოს სტრატეგიულ გეოგრაფიულ ადგილმდებარეობაზე, რომელსაც საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება შავი ზღვის, ევროპისა და აზიის ქვეყნებისთვის.

სტატიაში საუბარია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე და დამპყრობლურ პოლიტიკაზე. თუმცა, ამის მიუხედავად საქართველოს მუდმივ სწრაფვაზე ევროპული ღირებულებებისკენ, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური რეფორმების გზით.

აღნიშნულია, რომ ამერიკა საქართველოს მუდმივი მხარდამჭერი და საყრდენი ძალაა. ნათქვამია, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე პროამერიკული და დემოკრატიული სახელმწიფო აღმოსავლეთ ევროპაში. ამის არგუმენტად წარმოდგენილია 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, რა დროსაც მშვიდობიანად მოხდა მმართველობის გადაბარება.

ასევე გამახვილდა ყურადღება, ბოლო დროს არსებულ საარჩევნო სისტემის ცვლილებებზე. კერძოდ, საუბარია ხელისუფლების ინიციატივაზე და მათ არშესრულებაზე, რამაც მასშტაბური აქციები და საპროტესტო მსვლელობები გამოიწვია. 

აღნიშნულია, რომ გიორგი გახარიას პრემიერობის პერიოდში ქვეყნის ეკონომიკური კურსი გაძლიერებაზეა ორიენტირებული. რაც მასშტაბურ რეფორმებს მოიცავს, პირდაპირი ინვესტიციების შემოდინების სახით.  მნიშვნელოვან თარიღად  2020 წელია აღნიშნული, რადგან ქვეყანაში დაგეგმილია საპარლამენტო არჩევნები.

სტატიის ბოლოს ხაზგასმულია აშშ-სა და საქართველოს ერთობლივი მიღწევები. სადაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ქართველი ჯარისკაცების ავღანეთში ყოფნას ეთმობა. რაც კიდევ ერთი დასტურია, რომ საქართველო "ნატო"-სთან სამეკავშირეო აქტივობებს ახორციელებს. 

საუბარია ამერიკის მხარდაჭერის ფაქტობრივ გამოხატულებაზე და აღნიშნულია, რომ აშშ-მ 23 ოქტომბერს საქართველოს მხარდამჭერი კანონი მიიღო. სადაც კიდევ ერთხელ აღიარა საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. გარდა ამისა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს, რის მიხედვითაც, ქვეყნები რომლებიც აღიარებენ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას ამერიკა მათ ფინანსურ მხარდაჭერას შეუწყვეტს.

ავტორის თქმით, მიუხედავად აგრესორი ქვეყნის ქმედებების და მსოფლიოში არსებული დღის წესრიგისა, საქართველოს მამაცი სახელმწიფოებრივი მმართველობა და პოლიტიკური მოქნილობა ეხმარება ქვეყანას არსებულ სირთულეებთან გამკლავებაში.

წყარო: Washington Times
1
0
1
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top