შვედეთში ზლატან იბრაჰიმოვიჩის ქანდაკებას ცხვირი მოტეხეს

ეს პერსონა

შვედეთში, კლუბ „მალმიოს“ სტადიონთან ვანდალებმა ფეხბურთელ ზლატან იბრაჰიმოვიჩის ქანდაკებას ცხვირი მოტეხეს. ინციდენტი უკავშირდება ინფორმაციას, რომლის თანახმად, იბრაჰიმოვიჩი „მალმიოს“ კონკურენტის დაფინანსებას აპირებს.

ყოფილი შვედი თავდასხმლის საფეხბურთო დებიუტი 20 წლის წინ სწორედ „მალმიოში“ შედგა.

ქანდაკების შემქმნელმა პიტერ ლინდემ მოუწოდა ხალხს, შეწყვიტოს ვანდალიზმი.

27 ნოემბერს ფეხბურთელმა განაცხადა, რომ კლუბ „ჰამერბის“ წილების 25%-ს შეიძენს.  იმავე დღეს მისი ბრინჯაოს ქანდაკება დააზიანეს, ხოლო სტოკჰოლმში, იბრაჰიმოვიჩის სახლის შესასვლელ კარს დააწერეს „იუდა“.

ამჟამად აიაქსის, იუვენტუსის, მილანის ინტერის, ბარსელონას, მილანის, პარი-სენ ჟერმენისა და მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი მოთამაშე ახალ კლუბს ეძებს.  

  

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top