ცოტნე გამსახურდია შესაძლოა სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანონ

ეს პერსონა

ცოტნე გამსახურდია  ტომოგრაფიის კვლევის შემდეგ, შესაძლოა სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანონ. ამის შესახებ მისმა მეუღლემ, ანა ჯაბაურმა განაცხადა. მისი თქმით, გამსახურდიას მდგომარეობა კვალვ მძიმეა. 

"ცოტნეს მდგომარეობა იგივეა, სტაბილურად მძიმე. სავარაუდოდ ხუთშაბათს ან პარასკევს გავაკეთებთ კომპიუტერულ ტომოგრაფიას და გადავწყვეტთ რას გავაკეთებთ", - განაცხადა ჯაბაურმა. 

შეგახსენებთ, რომ პირველი პრეზიდენტის შვილი, ცოტნე გამსახურდია რამდენიმე დღის წინ მძიმედ დაჭრეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლითაა დაწყებული.

0
0
0
7
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top