„ესენი არიან ჩვეულებრივი კრიმინალები, რომლებიც ჩაუსაფრდნენ მუხანათურად ცოტნე გამსახურდიას და უსასტიკესად გაუსწორდნენ." - ამირან გიგუაშვილი

ეს პერსონა

ცოტნე გამსახურდიას ოჯახის ადვოკატის თქმით, არსებული მტკიცებულებების საფუძვეზე, არ მტკიცდება ბრალდებულის ვერსია რის მიხედვითაც გამსახურდია იყო კონფლიქტის ინიციატორი.

ამირან გიგუაშვილის თქმით, ის მოწმეები, რომლებიც ნეიტრალურები არიან ამბობენ, რომ კონფლიქტი გიორგი სოლოღაშვილმა დაიწყო.

„იმ მასალების მიხედვით, რომელსაც მე გავეცანი, როგორც მოსალოდნელი იყო, სრულიად გაბათილდა ბრალდებულების ვერსია, თითქოსდა ცოტნე გამსახურდია იყო ამ კონფლიქტის ინიციატორი. პირიქით, მოწმეთა აბსოლუტური უმრავლესობა, რომლებიც არიან ნეიტრალურები და იმყოფებოდნენ სუფრაზე, რომლებიც იყვნენ გამოკითხულნი, ადასტურებენ იმას, რომ კონფლიქტის ინიციატორი იყო გიორგი სოლოღაშვილი, რომელმაც იუკადრისა ცოტნე გამსახურდიას შეთავაზება გაცილებასთან დაკავშირებით. ასევე დასტურდება ის, რომ დაახლოებით მას შემდგომ, რაც ქვათაძეებმა, ტატო ღარიბაშვილმა და კახა ჩხეტიანმა დატოვეს სუფრა, ცოტნე გამსახურდია კიდევ ოცი წუთი იმყოფებოდა სუფრაზე, შემდეგ გავიდა და მას სახლთან მოუწყეს ჩასაფრება აღნიშნულმა პირებმა. ამას ვიძახი სრული პასუხისმგებლობით, ნეიტრალური მოწმეების მიერ მიცემული ჩვენებებიდან." -ამბობს ადვოკატი ამირან გიგუაშვილი.

ადვოკატის თქმით მასალებიდან ირკვევა, რომ აღნიშნული პიროვნებები იყვნენ ნასვამ მდგომარეობაში, ხოლო ცოტნე გამსახურდია პრაქტიკულად არ სვამდა, ასევე მისი მხრიდან არ ყოფილა კონფლიქტის პროვოცირება.

მისივე თქმით, გიორგი სოლოღაშვილი ცდილობს, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოს, რითაც ხელს აფარებს თორნიკე ქვათაძეს.

„ესენი არიან ჩვეულებრივი კრიმინალები, რომლებიც ჩაუსაფრდნენ მუხანათურად ცოტნე გამსახურდიას და უსასტიკესად გაუსწორდნენ. რა მოტივი ამოძრავებდათ რეალურად, რა იყო მათი მიზანი როდესაც მივიდნენ სუფრაზე, იყო თუ არა ეს წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია, გამოძიებამ უნდა დაადგინოს. გიორგი სოლოღაშვილი ცდილობს, რომ პასუხისმგებლობა აიღოს თავის თავზე და ამით გაათავისუფლოს პასუხისმგებლობისაგან მისი ძმა თორნიკე ქვათაძე. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქმეში არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობით თორნიკე ქვათაძის მონაწილეობა აღნიშნულ საქმეში ანუ მინიმუმ ფიზიკურ დაპირისპირებაში ვფიქრობ დასტურდება, თუმცა ამ მიმართულებით კიდევ არის გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები ჩასატარებელი“,- განცხადა ადვოკატმა.

 

 

 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top