გერმანიის მიერ ბრაზილიის განადგურება 2010-2019 წლების საუკეთესო საფეხბურთო შეხვედრად დასახელდა

ეს პერსონა

საფეხბურთო საიტმა FourFourTwo ბოლო ათწლეულის 50 საუკეთესო საფეხბურთო მატჩი დაასახელა. რეიტინგის სათავეში 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალური შეხვედრა მოექცა, რომელშიც გერმანიის ნაკრებმა ბრაზილია  გაანადგურა, ბუნდესტიმმა ბრაზილიელებს 7:1 მოუგო.

FourFourTwo-ის აზრით, მეორე ადგილზეა ინგლისის პრემიერლიგის 2011-2012 წლის სეზონის შეხვედრა მანჩესტერ სიტისა და ქუინს პარკ რეინჯერსს შორის. აღნიშნული თამაშის 90 წუთზე სიტი 1:2 -ს აგებდა, თუმცა დამატებულ 5 წუთში ქალაქელებმა თამაში შემოატრიალეს და 2 გოლი გაიტანეს. ამის წყალობით, სიტი ინგლისის პრემიერ-ლიგის ჩემპიონი გახდა.

მესამე ადგილზე ლა ლიგის 2010-2011 წლის სეზონის ელ კლასიკო გავიდა. აღნიშნულ შეხვედრაში ბარსელონამ რეალს 5 უპასუხო გოლი გაუტანა.

FourFourTwo-ის მიერ ჩამოყალიბებული ტოპ-10 კი ასე გამოიყურება:

1) ბრაზილია - გერმანია - 1:7 (2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატი)

2) მანჩესტერ სიტი - ქუინს პარკ რეინჯერსი - 3:2 (ინგლისის პრემიერლიგა, 2011-2012 წლის სეზონი)

3) ბარსელონა - რეალი - 5:0 (ლა ლიგა, 2010-2011 წლის სეზონი)

4) ბარსელონა - პარი სენ-ჟერმენი - 6:1 (ჩემპიონთა ლიგა, 2016-2017 წლის სეზონი)

5) რეალი - ბარსელონა - 2:3 (ლა ლიგა, 2016-2017 წლის სეზონი)

6) ლივერპული - დორტმუნდის ბორუსია - 4:3 ( უეფა-ს ევროპის ლიგის 2015-2016 წლის სეზონი)

7) ბარსელონა - ჩელსი - 2:2 (ჩემპიონთა ლიგა, 2011-2012 წლის სეზონი)

8) ბარსელონა - მილანის ინტერი - 1:0 (ჩემპიონთა ლიგა, 2009-2010 წლის სეზონი)

9) ნიუკასლი - არსენალი - 4:4 (ინგლისის პრემიერლიგა, 2010-2011 წლის სეზონი)

10) ჩელსი - ტოტენჰემი - 2:2 (ინგლისის პრემიერლიგა, 2015-2016 წლის სეოზნი).

 


 

ტეგები:
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top