რუსეთში გახსნილმა სასრიალო მოედანმა აჟიოტაჟი გამოიწვია - ის მამაკაცის სასქესო ორგანოს მიამსგავსეს - ფოტო

ეს პერსონა

რუსეთის ქალაქ ნოვოსიბირსკში საახალწლო სასრიალო მოედანი ააშენეს, თუმცა ინტერნეტ-მომხმარებელთა აზრით, აღნიშნული ამბავი ობიექტის ფორმამ ჩააშხამა.

ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც ფოტოგრაფმა სლავა სტეპანოვმა Facebook-ზე ზემოდან გადაღებული სასრიალო მოედნის ფოტო გამოაქვეყნა. აღფრთოვანების ნაცვლად სოციალური ქსელის მომხარებლებელთა ნაწილმა იხუმრა, რომ მოედანი კაცის სასქესო ორგანოს ჰგავს, რომელიც არის „ქალაქის ფალოსური სიმბოლო“ და „მთავრობის საახალწლო მიმართვა მოსახლეობისადმი“.

მოედნის გარშემო აგორებულ აჟიოტაჟს ნოვოსიბირსკის ვიცე-მერმა ანა ტერეშკოავამ უპასუხა.

„ნამდვილი ხელოვნება უნდა აღაგზნებდეს!“, - დაწერა მაღალჩინოსანმა Facebook-ზე.

შეშფოთებულ კომენტარებზე საპასუხოდ ვიცე-მერმა აღნიშნა, რომ მთავრობა არაა ვალდებული, გადააკეთოს მოედანი.

 

 

ტეგები:
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top