ნათია თურნავა: გადასახადების გადახდას ყველა უნდა შევეჩვიოთ

ეს პერსონა

ყველა უნდა შევეჩვიოთ გადასახადების გადახდას, იქნება ეს ტელევიზია, საწარმო თუ მცირე ბიზნესი, – ასე ეხმაურება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა ტელეკომპანიების ანგარიშებზე ინკასოს დადების საკითხს. 

„რამდენადაც მახსოვს, ფინანსთა მინისტრმა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ მიმართა ტელევიზიებს და განაცხადა, რომ მზად არის განიხილოს ძველი დავალებების რესტრუქტურიზაცია იმ პირობით, რომ მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებები იქნება პირნათლად შესრულებული. ახლა ეს ინკასო, რამდენადაც მე ვიცი, არის მიმდინარე ვალდებულებების დაგვიანებით შესრულებით ან შეუსრულებლობით გამოწვეული. ეს არის გადასახადები და ჩვენ ყველა უნდა შევეჩვიოთ გადასახადების გადახდას, იქნება ეს ტელევიზია, საწარმო, თუ მცირე ბიზნესი. არაფერი უჩვეულო აქ არ არის, გადასახადი ყველამ უნდა გადაიხადოს“,- განაცხადა ნათია თურნავამ​.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანიებს- „რუსთავი 2“-ს, „ტვ პირველსა“ და „კავკასიას“ პირველი ოქტომბრიდან მოყოლებული დავალიანების გადაუხდელობის გამო ინკასო დაედო.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top