იტალიური მოდის სახლმა "Fendi" კარლ ლაგერფილდის შექმნილი უკანასკნელი კოლექცია წარადგინა

გერმანელი დიზაინერი 54 წელი იკავებდა "ფენდის" კრეატიული დირექტორის პოსტს. მისი დიზაინით შექმნილი უკანასკნელი კოლექცია იტალიური მოდის სახლმა მილანში წარადგინა.


შოუს დაწყებამდე კარლ ლაგერფილდის ხსოვნას პატივი მიაგეს.

მოდელმა ბელა ჰადიდმა ფოტო  ინსტაგრამზე გამოაქვეყნა და დაწერა: "კარლ ლაგერფილდის დიზაინით შექმნილი "ფენდის" უკანასკნელი კოლექციის წარდგენის რეპეტიციამდე 🖤 ვტიროდით და ვიცინოდით კარლისთვის. გვენატრები."

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top