ცოტნე გამსახურდიას სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანენ

ეს პერსონა

ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, - ამის შესახებ მისმა მეუღლემ, ანა ჯაბაურმა მედიასთან განაცხადა. ჯაბაურის  ინფორმაციით, გამსახურდიას სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანენ. 

"მდგომარეობა სტაბილურია. განმეორებით ჩატარებულმა კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ მცირე დადებითი დინამიკა აჩვენა. ხვალ ან ზეგ მას გერმანიაში ან თურქეთში გადავიყვანთ", - განაცხადა ჯაბაურმა.

შეგახსენებთ, რომ პირველი პრეზიდენტის შვილი 19 დეკემბერს ვერაზე დაჭრეს. 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top