ცოტნე გამსახურდიას მეუღლე: ეს თავდასხმა იყო დაგეგმილი

ეს პერსონა

ცოტნე გამსახურდიას მეუღლე, ანა ჯაბაური მიიჩნევს, რომ მის ქმარზე თავდასხმა დაგეგმილი იყო. ამის შესახებ ჯაბაურმა მედიასთან ცოტა ხნის წინ განაცხადა. 

"ეს თავდასხმა იყო დაგეგმილი, ეს იყო დაგეგმილი 15 წუთით ადრე, თუ 15 დღით ადრე, ამას მე ვერ გეტყვით, შეიძლება იქვე მოხდა ამის დაგეგმვა, მაგრამ ეს იყო დაგეგმილი რა თქმა უნდა. ვვარაუდობ, რომ დამნაშავეთა წრე გაიზრდება.

ცოტნე კახა ჩხეტიანს კარგად იცნობდა, მისი მეგობარი იყო ყოფილი. მასთან განხეთქილება მოუვიდა,  მერე შერიგდნენ, მაგრამ აღარ მეგობრობდნენ. ჩხეტიანიც იყო იმ ჩასაფრებულ რამდენიმე კაცთან ერთად, მისი ვერსიით გასაშველებლად, თუმცა გასაშველებლად მისული ადამიანი არ დაუშვებს, რომ მიეპარონ სახლიდან გამოსულ ადამიანს და თავში ჩაარტყან მძიმე საგანი", - განაცხადა ჯაბაურმა. 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top