2019 წელს საქართველოს 9 მილიონზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი ჰყავდა

ეს პერსონა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, 2019 წლის 27 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოში უკვე დაფიქსირდა 9.3 მილიონი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი. რაც ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.1%-ით მეტია.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, საქართველოში 5 მლნ ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.8%-ით მეტია.

2019 წლის იანვარი-ნოემბრის პერიოდში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან 3.051.424.548 აშშ დოლარს შეადგენს. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +35 მილიონი აშშ დოლარია.

0
0
0
0
0
კომენტარები

ეს პერსონა
Top