მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული სიგარეტი გამოავლინეს

ეს პერსონა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 24-30 დეკემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „წითელი ხიდი”, ,,ლაგოდეხი“ და  „სარფი“ სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. უწყების ცნობით, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანისა და საქართველოს მოქალაქეების ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 14,580 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს, სანქციის სახით,  ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top