განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანაში ბრალდებულს 16-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ეს პერსონა

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში და  საქართველოში უკანონოდ შემოტანაში ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ გ.გ.-მ 2019 წლის 18 მაისს, დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით, საკუთარ სხეულში მოთავსების გზით, საქართველოში უკანონოდ შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები: 0,9424 გრ. ბუპრენორფინი და 1,9997 გრ. ტრამადოლი. 
სამართალდამცველებმა გ.გ. იმავე დღეს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას აღმოჩენილი იქნა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.გ.  სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top