მებაჟე ოფიცრებმა მრავალშვილიან ოჯახებს საახალწლო საჩუქრები გადასცეს

ეს პერსონა

საბაჟო გამშვები პუნქტის "ნინოწმინდა" მებაჟე ოფიცრებმა, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ორ მრავალშვილიან ოჯახს საახალწლო ნობათი გადასცეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, 
მებაჟე ოფიცრები, ასევე ესტუმრნენ უხუცეს, მარტოხელა ქალბატონს, რომელსაც დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საყოფაცხოვრებო ნივთები და სურსათი გადასცეს.
საბაჟო გამშვები პუნქტის "ნინოწმინდა" მებაჟე ოფიცრებმა, თანადგომა გამოხატეს ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მწვავე ლეიკემიით დაავადებული გოგონას მიმართ და მის დახმარების ფონდში ფულადი თანხა შეიტანეს.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top