ცოლის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

ეს პერსონა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მეუღლის თვითმკვლელობამდე მიყვანისა და ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ბაკურ სორდიას  პატიმრობა შეუფარდა.

როგორც საქმის პროკურორმა  პროკურორ ანა არონიას განაცხადა, გამოძიების საწყის ეტაპზე ბრალდებული თავს დამნაშავედ გრძნობდა, თუმცა დღეს განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა. მისივე თქმით, პროცესზე არსებობს მოწმეების ჩვენება, რომ ბრალდებული ცოლზე და ოჯახის სხვა წევრებზე ძალადობდა. პროკურორი დაკავებულის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. 

თავად ბრალდებული 1000 ლარის გირაოს ითხოვდა. მისი თქმით, ბრალდება- მეუღლეზე ძალადობა აბურდია. 

„პროკურორმა აღნიშნა, რომ მე მიმალვას ვაპირებდი, რაც არ არის სწორი. მე დამალვას არ ვაპირებდი, ეს იყო შოკური მდგომარეობა, რომელმაც სუიციდის მცდელობამდეც მიიყვანა. ბავშვებმა დედა დაკარგეს, მეც რომ ჩავჯდე, ეს იქნება სტრესული მდგომარეობა. მე მინდა ექსპერტიზის დასკვნამდე ვიყო ბავშვებთან. მე ვთხოვ სასამართლოს, ვიდრე დასკვნები დაიდება, ბავშვებთან დავრჩე", - აღნიშნა სორდიამ პროცესზე.

შეგახსენებთ, ზუგდიდის პოლიციის თანამშრომლებმა, ოჯახში ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, 1987 წელს დაბადებული ბ. ს. 29 დეკემბერს დააკავეს.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top