ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

ეს პერსონა

ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას შუა ხნის ქალი გარდაცვლილი დახვდა. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.

შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 276-ე  მუხლით მიმდინარეობს რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

0
0
0
0
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top