"ფინანსური კუთხით ვითარება გართულდა" - ანიტას ოჯახი

ეს პერსონა

ანიტა ფაცაციას ოჯახის წევრი სოციალურ ქსლეში პოსტს აქვეყნებს :

"49-ე საღამო და ბედობა-მშვიდობისა ანიტელებო! 
 ამ დროისათვის ანიტას მდგომარეობა შემდეგნაირია:

 ყოველ ოთხ საათში ერთხელ უკეთდება “პარაცეტამოლი” რომლის ფონზეც 37.3-37.9 აქვს ტემპერატურა. დღეს სცადეს სიცხის დამწევი პრეპარატის მოხსნა - შედეგად სიცხე 39 გრადუსამდე აუვიდა.

 რენტგენოგრაფიული კვლევის მიხედვით ჩვენ გოგოს სითხე აქვს ფილტვებში. არის თუ არა ეს მაღალი ტემპერატურის გამომწვევი მიზეზი - დაზუსტებით ვერავინ გვეუბნება.

 რაც შეეხება მკურნალობას - თერაპიული კურსი დაწყებულია, თუმცა ტემპერატურის გამო ძირითად პრეპარატებს ვერ უკეთებენ. 
ასევე ტემპერატურის გამო ვერ უკეთდება მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფია, რომელიც დეტალურად დაგვანახებს მიოკარდიუმის მდგომარეობას.

 აქვე მინდა შევეხო მნიშვნელოვან საკითხს:

ვიცით, რომ არიან ადამიანები, ვისაც გაუჩნდა კითხვა სად მიდის ფინანსები თუ ანიტას ოპერაცია არ სჭირდება. -

 პირველ რიგში - ფინანსური კუთხით ვითარება გართულდა, რადგან თუკი ადრე განიხილებოდა მხოლოდ აპარატის ვარიანტი, ინდოეთში განიხილავენ ჯერ თერაპიას, თუ თერაპიამ შედეგი არ გამოიღო აპარატის ჩანერგვას (სამკურნალო მიზნით) თუ არც ამან აღადგინა გულის ფუნქციები - ტრანსპლანტაციას. უკიდურეს შემთხვევაში ანიტას სამივე გზის გავლა მოუწევს, რაც სამმაგ ხარჯთან იქნება დაკავშირებული.

 თერაპიული კურსი დაწყებულია, ვიმედოვნებთ რომ მკურნალობა შედეგიანი იქნება, თუმცა ჯერჯერობით ანიტას მდგომარეობა - სტაბილურად მძიმეა. ამიტომ არავინ იცის როდის შეიძლება დასჭირდეს ბავშვს ქირურგიული ჩარევა.

 გარდა ამისა, კლინიკაში ყოველი დღე, ყოველი კვლევა და პრეპარატები არის ფასიანი რაშიც გარკვეული თანხები უკვე გახარჯულია. ამ თემას ცალკე, დეტალური პოსტი აუცილებლად მიეძღვნება.

შეგახსენებთ რომ ანიტა უკვე არის გულის ტრანსპლანტაციის მომლოდინეთა რიგში.

 ყველას მადლობას გიხდით თანადგომისთვის! შევეცდებით ოპერატიულად მოგაწოდოთ ინფორმაცია მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ.

 გილოცავთ ბედობის დღესასწაულს!

ერთად ყველაფერს შევძლებთ " - წერს სოციალურ ქსელში ანიტას ოჯახის ახლობელი. 

შეგახსენენებთ, 2 წლის ანიტა ფაცაცია სამკურნალოდ ინდოეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში იმყოფება.

ტეგები:
4
0
0
3
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top