შსს: მამაკაცმა, რომელმაც წნორში საკუთარი დეიდა მოკლა, სახლიდან ფული და ძვირფასი ნივთები წაიღო

ეს პერსონა

შინაგან საქმეთა სამინისტრო წნორში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით  ინფორმაციას ავრცელებს.

„მიმდინარე წლის 2 იანვარს, ქალაქ წნორში, თავის საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი ნახეს 1969 წელს დაბადებული ი.ხ. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც გარდაცვლილის ნათესავია, თავის არეში ბლაგვი საგნით დაზიანებები მიაყენა ი.ხ.-ს, სახლიდან წაიღო ფული და ძვირფასი ნივთები და მიიმალა. ი.ხ. მიღებული დაზიანებებით გარდაიცვალა.

პოლიციამ ნივთმტკიცების სახით დანაშაულის ადგილიდან წაღებული ოქროს ნივთები და ფულადი თანხა ამოიღო.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,” - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

0
0
2
2
4
კომენტარები
ეს პერსონა
Top