ცოტნე გამსახურდიას მკურნალობის ხარჯებს ფონდი "ქართუ" დაფარავს

ეს პერსონა

ცოტნე გამსახურდია მკურნალობას თურქეთში განაგრძობს. გამგზავრებასთან და მკურნალობასთან დაკავშირებულ ხარჯებს კი ფონდი "ქართუ" დააფინანსებს. ამის შესახებ ინფორმაციას ზვიად გამსახუდიას შვილი გიორგი გამსახურდია თავის "ტვიტერ" გვერდზე წერს.

 

აღნიშნულ ინფორმაციას, მისი ძმა კონსტანტინე გამსახურდიაც ადასტურებს. 

"ყველა საჭირო პროცედურა შესრულებული იქნა ქართული სახელმწიფოს მიერ. შემდეგში, თურქეთში გამგზავრება და თურქეთში მკურნალობასთან დაკავშირებული ყველა საკითხი გადაჭრილ იქნა ფონდი „ქართუს“ მიერ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ოჯახის სახელით მინდა, მადლობა გადავუხადო პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს და პრემიერ გიორგი გახარიას (რომელთანაც ახლო და მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებს). ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, შსს-სა და სუს-ის ხელმძღვანელობას, ჯანდაცვის სამინისტროს და ამ პროცესში ჩართულ ყველა პირს (ვამაყობ, რომ ამ პროცესში ჩართული პირების დიდი ნაწილი ჩემი უახლოესი მეგობარია).

რაც შეეხება იმ რამდენიმე კრიმინალსა და გარეწარს, დარწმუნებული ვარ, ქართული მართლმსაჯულება გასცემს სათანადო პასუხს“, – აღნიშნულია გიორგი გამსახურდიას წერილში.

ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ხუთი პირი დააკავა. ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ ოთხ პირს – ტატო ღარიბაშვილს, გიორგი სოლოღაშვილს, პეტრე ყუფარაძესა და კახა ჩხეტიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა განუსაზღვრა.  დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული თორნიკე ქვათაძე კი საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა და სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.

1
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top