დავით ზალკალიანი: აშშ-ს აქვს ლეგიტიმური უფლება, დაიცვას საკუთარი მოქალაქეები

ეს პერსონა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ირანში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს თავისი "ტვიტერ" გვერდიდან გამოეხმაურა. მისი თქმით, აშშ-ს აქვს ლეგიტიმური უფლება საკუთარი მოქალაქეები დაიცვას, ამავდროულად დაძაბულობის შესამცირებლად საჭიროა დიპლომატიის წინა პლანზე წამოწევა.

„ჩვენ დავგმეთ ბოლოდროინდელი ძალადობა, პროვოკაციული თავდასხმა ბაღდადში აშშ-ის საელჩოზე. აშშ-ს აქვს ლეგიტიმური უფლება, დაიცვას საკუთარი მოქალაქეები. ვითარების დეესკალაციისთვის და დაძაბულობის შემცირებისთვის დიპლომატიის დროა“, – დაწერა დავით ზალკალიანმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ბაღდადში განვითარებულ მოვლენებს ასევე „ტვიტერში“ გამოეხმაურა. „შეშფოთებულნი ვართ ერაყში ძალადობით, ვგმობთ ბაღდადში აშშ-ის საელჩოზე ბოლოდროინდელ თავდასხმას“, – აღნიშნული იყო დავით ზალკალიანის განცხადებაში.

 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top