შვეიცარიაში მეცნიერებმა ფერადი შოკოლადი შექმნეს - ვიდეო

ეს პერსონა

შვეიცარიაში, ციურიხის უმაღლესი ტექნიკური სკოლის მკვლევარებმა შექმნეს ტექნოლოგია,  რომელიც შოკოლადს ფერადს (ქამელეონს) ხდის.

ეს ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მეცნიერთა ჯგუფმა გადაწყვიტა შეექმნა უჩვეულო ფერადი შოკოლადი.თავიდან შოკოლადი ოდნავ ბზინავდა, შემდეგ კი ფერების სრულყოფილება მიიღეს.

ამჟამად მეცნიერები მუშაობენ ფორმაზე, რომლის დახმარებითაც ფერადი შოკოლადის რამდენიმე ნაჭერს შექმნიან.  ისინი აწარმოებენ მოლაპარაკებას შოკოლადის მსხვილ მწარმოებლებთან და არ  გამორიცხავენ,რომ საშუალო დონის საწარმოსაც შექმნიან. 

ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ უჩვეულო, ფერადი შოკოლადი შეიძლება მალე გამოჩნდეს მაღაზიის თაროებზე.

 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top