ილინოისის შტატში ლეგალიზაციის პირველ დღეს 3.2 მილიონი დოლარის ღირებულების მარიხუანა გაიყიდა

ეს პერსონა

ამერიკის შტატ ილინოისში პირველი იანვრის შემდეგ, მას შემდეგ რაც რეკრეაციული მიზნით მარიხუანის ლეგალიზაცია ოფიციალურად შევიდა ძალაში, უკვე გაიყიდა 3,2 მილიონი დოლარის ღირებულების კანაფი - და ეს მხოლოდ პირველ დღეს. 

საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, მარიხუანას შეძენა ნებადართულია 21 წლის და უფროსი ასაკის პირთათვის ექიმის მიმართვიანობის გარეშე. რაც შეეხება არარეზიდენტ მოსახლეობას, მათ უფლება აქვთ შეიძინონ შედარებით მცირე რაოდენობა.

ილინოისის შტატის მთავრობაში განმარტავენ, რომ კანონში შესული დაშვება მცირე რაოდენობის მარიხუანას შეეხება.

აღსანიშნავია, რომ ილინოისი არის მეთერთმეტე შტატი აშშ-ში, სადაც კანაფის ლეგალიზაცია მოხდა.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top