ფოთში, ქალაქის ცენტრში, მამაკაცი ჩამომხრჩვალი იპოვეს

ეს პერსონა

ფოთში, ქალაქის ცენტრში, შუახნის მამაკაცი ჩამომხრჩვალი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ფოთის მერიის თანამშრომელი იყო და მისი ცხედარიც მერიის შენობაში იპოვეს. თუმცა, თუმცა ფოთის მერიაში ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ. 

ფოთის მერიაში აცხადებენ, რომ შუახნის მამაკაცის ცხედარი არა მერიის შენობაში, არამედ მის მიმდებარე შენობაში იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

ტეგები:
0
0
0
0
2
კომენტარები
ეს პერსონა
Top