ერდოღანმა ლიბიაში თურქეთის ჯარის შეყვანის ბრძანება გასცა

ეს პერსონა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ლიბიაში თურქეთის ჯარის შეყვანის ბრძანება გასცა. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება "კოოდინაციისთვისა და სტაბილურობისთვის" გაკეთდა. 

შეგახსენებთ, რომ გასულ ღამეს ლიბიის ქალაქ ანგარში მდგომი ორი თურქული დრონი ააფეთქეს.

რამდენიმე დღის წინ, ლიბიაში ხალიფა ჰაფთარმა საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. 

ლიბიის ამბოხებული გენერლის ქმედება თურქეთის პარლამენტის მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომლის თანახმადაც, ოფიციალური ანკარა ლიბიაში საერთაშორისოდ აღიარებულ მთავრობას სამხედრო მხარდაჭერას გაუწევს და ქვეყანაში სამხედრო მოსამსახურეებს შეიყვანს. როგორც რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, მათი გადაწყვეტილება დახმარებასთან დაკავშირებით ტრიპოლის ოფიციალურ თხოვნას უკავშირდება.

 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top