ლადო აფხაზავას მენტორი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა

ეს პერსონა

განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილებისა და მიღწევებისთვის ლადო აფხაზავას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, შესაბამისი კომისიის წარდგინებით, მენტორი მასწავლებლის სტატუსი მიანიჭა.

მინისტრმა პედაგოგს საერთაშორისო ასპარეზზე უდიდესი წარმატება მიულოცა და მასწავლებლის პროფესიის ასეთი პოპულარიზაციისთვის და მსოფლიო ასპარეზზე ქვეყნის წარმოჩენისთვის მადლობა გადაუხადა.

"ეს მართლაც უმნიშვნელოვანესი მიღწევა და უზარმაზარი გამარჯვებაა არა მხოლოდ ლადოსთვის, მთელი საქართველოსთვის. ლადო აფხაზავას გამოცდილება და სასწავლო მიდგომები საუკეთესო ნიმუშია იმისათვის, რომ რეფორმის ფარგლებში, კლასებში რაც შეიძლება მეტი აქტივობა, მეტი სააზროვნო უნარები და შემოქმედებითობა დავნერგოთ. სწორედ ეს არის ყველაზე სწორი გზა, რომელიც ჩვენი ბავშვების განვითარებას ეხმარება. ჩვენ დღეს ლადო აფხაზავას გამარჯვება მივულოცეთ, პედაგოგის ყველაზე მაღალი - მენტორის სტატუსი მივანიჭეთ, მაგრამ ეს მინიმუმია რაც ჩვენ ასეთი წარმატებული პედაგოგისთვის შეიძლება გავაკეთოთ"- განაცხადა მინისტრმა.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top