საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველო ვენესუელელი ხალხისა და დროებითი პრეზიდენტის, ხუან გუაიდოს გვერდით დგას

ეს პერსონა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ვენესუელელ ლიდერს ხუან გუაიდოს ქვეყნის პარლამენტის სპიკერის თანამდებობაზე არჩევა მიულოცა.

მინისტრი Twitter-ზე წერს, რომ ვენესუელის კონსტიტუციისა და დემოკრატიის წინააღმდეგ უკანონო ქმედებები მიუღებელია და საქართველო თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში ვენესუელელი ხალხისა და დროებითი პრეზიდენტის, ხუან გუაიდოს გვერდით დგას. 

ეროვნულმა ასამბლეამ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე კენჭისყრის შედეგები Twitter- ზე გამოაქვეყნა, რომელშიც ხუან გუაიდომ გაიმარჯვა. მანამდე კი ვენესუელის მთავრობამ ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) თავმჯდომარედ პარტია „სამართლიანობისთვის“ ყოფილი წევრი ლუის პარა დანიშნა.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top