თოვლის გუნდების სროლის გამო მძღოლმა ბავშვებს ცეცხლი გაუხსნა

ეს პერსონა

აშშ-ში, 12 და 13 წლის ბავშვებს მძღოლმა ცეცხლი გაუხსნა მას შემდეგ რაც  ისინი  მანქანებს თოვლის გუნდებს ესროდნენ. სროლის შედეგად 12 წლის გოგო და 13 წლის ბიჭი დაშავდნენ.

პოლიციის განცხადებით, ბავშვებმა თოვლის გუნდები თეთრ ტოიოტას ესროლეს, მძღოლმა კი მათ ცეცხლი გაუხსნა.

ბავშვების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ადგილობრივ საავადმყოფოში მკურნალობას გადიან. პოლიცია მანქანის მძღოლს ამ დრომდე ეძებს.

 

0
0
1
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top