სომხეთის საზღვართან აზერბაიჯანელი მესაზღვრე მოკლეს

ეს პერსონა

აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურის ცნობით, სომხეთის საზღვართან სროლის შედეგად აზერბაიჯანელი მესაზღვრე გარდაიცვალა.

როგორც ბაქოში აცხადებენ, მესაზღვრე ფარზალი ფარზალიევი სომხეთის მხრიდან სნაიპერის მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად დაიღუპა.

აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურში აცხადებენ, რომ სომხეთმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება უხეშად დაარღვია.

ადგილზე აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურის უფროსი ელჩინ გულიევი და სხვა მაღალჩინოსანი ოფიცრები გაემგზავრნენ.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top