23 წლის მამაკაცი ტყეში გაყინული იპოვეს

ეს პერსონა

ახალქალაქში სოფელ მაჯადიასა და ოლავერდის მიმდებარედ, წლის მამაკაცი გაყინული იპოვეს. გარდაცვლილი მამაკაცი 23 წლის იყო. 

ახალგაზრდა მამაკაცს 6 იანვრის საღამოდან ეძებდნენ. სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო პოლიცია.

ადგილობრივები ფიქრობენ, რომ გარდაცვლილი ისეთ ადგილას მოხვდა, საიდანაც გამოსვლა გაუჭირდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

0
0
0
1
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top