დავით ზალკალიანი უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა ახლობლებს თანაგრძნობას უცხადებს

ეს პერსონა

დავით ზალკალიანი უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა ახლობლებს თანაგრძნობას უცხადებს.

„ღრმად ვართ დამწუხრებული ირანში უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფის შესახებ ცნობით, რომელსაც ბორტზე მყოფი ყველა სიცოცხლე ემსხვერპლა. ჩვენი გულწრფელი თანაგრძნობა მათ ოჯახებს, ვინც ამ საშინელ ტრაგედიაში ახლობლები დაკარგეს“, – წერს დავით ზალკალიანი „ტვიტერში“.

უკრაინული ავიალაინერი თეირანის აეროპორტის სიახლოვეს აფრენიდან ორ წუთში ჩამოვარდა. დაღუპულია ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი. ბოლო ინფორმაციით, თვითმფრინავში 170 ადამიანი იმყოფებოდა. წინასწარი ვერსიით, ავიაკატასტროფის მიზეზი თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობა იყო.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top