"ამ სოფელში ბავშვი მარტო მე ვარ" - რეზი მახალდიანი რაჭიდან - ვიდეო

ეს პერსონა

რეზი მახალდიანი  ზემო რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედში ცხოვრობს. ის ერთადერთია ბავშვია სოფელში.

10 წლის ბიჭის  ყოველი დღე შრომით იწყება - ის  მშობლებს და ბებიას  ეხმარება. "იქით არის 200-300 მეტრში წყარო, საიდანაც მომაქვს წყალი დიდი ბოთლით".

მოწყენილობას მარტო თამაშით ებრძვის, ყველაზე მეტად კი დასვენების დღეები უყვარს. " მე მაშინ  ვერთობი, როდესაც ბავშვები ჩამოდიან". 

რეზის კოსმოსი აინტერესებს. მიუხედავად იმისა, რომ სოფელში ინტერნეტი არ არის მაინც ახერხებს პლანეტების, ვარსკვლავების შესახებ ინფორმაციის მოიძიებას. ყველაზე ლამაზ პლანეტად კი,  დედამიწას ასახელებს. " ყველაზე ლამაზი ფერები არის და  სიცოცხლეც არის დედამიწაზე".

10 წლის ბიჭი,  სპორტსმენობაზეც ოცნებობს. " რომ გავიზრდები მე მინდა რომ გამოვიდე სპორტსმენი და ასტროლოგიც, რომელიც აკვირდება ვარსკვლავებს, პლანეტებს და ხედავს მათ მოძრაობებს".

 

წყარო: რუსთავი 2
8
0
0
1
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top